ცხელი ხაზით, დაფიქსირებული მაჩვენებელით, საოკუპაციო ძალები ყოველწლიურადმ 80-დან 160 ადამიანს უკანონოდ აკავებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 27 თებერვალი 2021, 21:42
უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის შედეგი და 2008 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი დრამატულად არაა შეცვლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

„ცხელი ხაზით, დაფიქსირებული მაჩვენებელით 80-დან 160 კაცამდეა უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო ძალების მიერ ყოველწლიურად. როგორც კი უკანონო დაკავების შესახებ ხდება ცნობილი ვააქტიურებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მოქმედ ცხელ ხაზს და ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა უკანონოდ დაკავებული ადამიანები გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა გოგუაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს შორის ლოგიკური ბმა არ არსებობს, თუმცა ამ ბერკეტს რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. „რაც ერთი მხრივ მიზნად ისახავს, რომ უკანონო დაკავებები გამოიყენონ მიზნის მისაღწევად და მეორე მხრივ გაზარდონ შიში და დაუცველობის განცდა, ადგილობრივ მოსახლეობში. ესაა ბერკეტი რასაც საოკუპაციო ძალები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ და რაც სამწუხაროდ რუსული ოკუპაციის შედეგია“, - განაცხადა გოგუაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი