ვინ მიიღებს ბინას თბილისში?- დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2246 27 თებერვალი 2021, 12:11

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, თბილისში ოროთახიანი ბინები ნაწილდება.

„კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 1193 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 ან მეტი ქულა, ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისია მუშაობას, დაახლოებით, სამი კვირის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი