მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
460 26 თებერვალი 2021, 22:14
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის.

ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კომენტარი გააკეთა „მოძრაობა საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ორგანიზაცია ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.

„რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას „ლელოს“ სახელით, რომელმაც შეიძლება, პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

საერთოდ, ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი-ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ
გურამ მაჭარაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?
არჩილ თალაკვაძე: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ფხიზლად იყოს და ყურადღებით დააკვირდეს იმ ჯგუფებს, ვინც აქციაზე იწვევს და შემდეგ კონკრეტული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს
არქივი