ილჰამ ალიევი - სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 26 თებერვალი 2021, 17:06
სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

11 იანვარს ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს
როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში
„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“: ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას
მიხეილ ყაველაშვილი: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო - იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
არქივი