საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გაიმართება ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 25 თებერვალი 2021, 12:04

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ონლაინშეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს.

„დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა, შეხვედრას თვალი ადევნოს სამინისტროს „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წაუკითხავს ონლაინლექციას საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით და ასევე ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დღეს მიმდინარე ოკუპაციასა და არსებულ გამოწვევებზე.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ონლაინ-გამოფენა, რომელიც დაინტერესებულ მნახველს სთავაზობს ფოტო და საინფორმაციო მასალას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საქართველოს ოკუპაციის თემაზე. გამოფენის ხილვა შესაძლებელია ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების „ფეისბუქ“ გვერდებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დაინტერესებულ საზოგადოებას ასევე შესთავაზებენ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალურ ტურს. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვება სამინისტროს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი