ალეკო ელისაშვილი - დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების, თუ ვინმეს საქართველოში ეს ვითარება უხარია ოკუპაციის 100 წლისთავზე, უხარია რუსეთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 25 თებერვალი 2021, 11:28

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება. მისი თქმით, ოკუპაციის 100 წლისთავზე თუ ვინმეს საქართველოში დაპირისპირება უხარია, არის რუსეთი.

„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ, სირცხვილია, რომ ამდენი ხანია,   არ დაიწყო მოლაპარაკებები, ყველა მეგობარი, რომელიც ახლა ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებს, გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ. წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამაბავია, დღეს არის ოკუპაციის 100 წლისთავი, წითელი არმია, მეთერთმეტე არმია რომ თბილისში შემოვიდა, იქიდან ასი წლისთავი. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომას და მოლაპარაკებას.

დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების. თუ ვინმეს საქართველოში ეს ვითარება უხარია ოკუპაციის 100 წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც, ორივე მხრიდან ავდგებოდი, გადავდგამდი ერთამანეთისკენ ნაბიჯს. ეს იქნებოდა ძალიან სწორი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ბოღმის, ღვარძლის და ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის დასანქცირება როგორ შეიძლება?! ასეთი რამე აბსურდია - ეს არის დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტარების ჯგუფს უნდა მორჩილი საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს
შალვა პაპუაშვილი - რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირებაა - გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, გვეუბნებიან, რომ დოგმებს და მითითებებს დავემორჩილოთ
შალვა პაპუაშვილი: საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მათ ჰქონდათ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს
არქივი