ევროკავშირი - ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 25 თებერვალი 2021, 11:22
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

„საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.

გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ბოღმის, ღვარძლის და ოპოზიციის რადიკალიზმის ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის დასანქცირება როგორ შეიძლება?! ასეთი რამე აბსურდია - ეს არის დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტარების ჯგუფს უნდა მორჩილი საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს
შალვა პაპუაშვილი - რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირებაა - გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, გვეუბნებიან, რომ დოგმებს და მითითებებს დავემორჩილოთ
შალვა პაპუაშვილი: საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - დესტრუქციით, რადიკალიზმით რამენაირად იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც მათ ჰქონდათ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს
არქივი