არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 25 თებერვალი 2021, 11:12

ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, დისკუსია პარლამენტში გადავიტანოთ და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ მუშაობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. ვფიქრობ, პარლამენტში ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას შევძლებთ და შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ორიენტირებული იყოს საზოგადოების საჭიროებებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებისთვის სრული მზადყოფნა აქვს, შეთანხმება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი. 

„ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, - განანცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი