ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 25 თებერვალი 2021, 10:32

პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩილ თალაკვაძემ და კახა კალაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დროებით ოკუპირებულია, გზა, რომელიც ქვეყანას გაერთიანებასთან მიიყვანს, ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. .

„25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე გვახსენებს, რამდენად დიდია ჩვენი გმირების დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გასწირეს საკუთარი სიცოცხლე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ერის გაერთიანება. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი - ვინმე შეგნებულად თუ ახსენებს აფხაზეთს დამოუკიდებელ ერთეულად, ეს არის უპასუხისმგებლო საქმე და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ
კლერ დეილი: დიახ, აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში
გურამ მაჭარაშვილი „შავ ფულზე“: უნდათ, რომ საქართველოში პროცესები მართონ რადიკალურად. ეს არის გაშიფრული სცენარი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით საზოგადოებას, რომ იყოს შეიარაღებული
ემანუელ მაკრონი: დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე
არქივი