მიხეილ სააკაშვილი - პოლიციაშიც მოგვიწევს სერიოზული შიდასტრუქტურული ცვლილებები, ამ ხალხს უნდა მიეცეს სულ სხვა ინსტრუქტაჟი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
409 25 თებერვალი 2021, 01:17

პოლიციაში რომ მოხვედრილიყვნენ, გახდომის წამლებს სვამდნენ და სპეციალურად ვარჯიშობდნენ, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

„ჩემი აზრით, პოლიცია საქართველოს პრაქტიკულად აღარ ჰყავს. რამდენიმე ათეული პროცენტი შეიძლება, დარჩა ძველი პოლიციელების, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, რასაც ვუყურებ, ვერ ვცნობ. 

მაგალითად, მაშინ პოლიციაში რომ მოხვედრილიყვნენ, გახდომის წამლებს სვამდნენ და სპეციალურად ვარჯიშობდნენ, რადგან ღიპიან პოლიციელს პოლიციაში არ იღებდნენ. ახლა ისევ ვიზუალურადაც იქცევიან შევარდაძისდროინდელებივით, რადგან ხიხოსტანში წახალისებულია უტიფრობა, სიუხეშე, ყველაფრის პირიქით წარმოდგენა.

აქედან გამომდინარე, პოლიციაშიც მოგვიწევს სერიოზული შიდასტრუქტურული ცვლილებები. რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი შესანარჩუნელებელია, მაგრამ ამ ხალხს უნდა მიეცეს სულ სხვა ინსტრუქტაჟი. უნდა მოხდეს პოლიციის სრული დეპოლიტიზაცია, სრული დეპოლიტიზაცია სასამართლო და სრული დეპოლიტიზაცია პროკურატურის. სხვა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
არქივი