ანრი ოხანაშვილი - უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები დაუწესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 24 თებერვალი 2021, 19:34

უგულავებს და თარგამაძეებს საზოგადოებამ ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას აღარ სურს 50 მილიონი ლარის მომპარავების და იმ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა, რომლებიც ხალხს სულის ამოხდით ემუქრებოდნენ.

„ყველას გვახსოვს, რომ გივი თარგამაძე პარლამენტის შენობიდან ემუქრებოდა ქართველ ხალხს, სულს ამოგხდითო. ქართველმა ხალხმა ეს ადამიანი გაისტუმრა იმ სივრცეში, საიდანაც მას აღარ უნდა შეეძლოს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის და ხელმძღვანელობის უფლება. როგორც ჩანს, ის უკმაყოფილოა, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე ვერ ამოხადა სული და იმავე რიტორიკას აგრძელებს, რაც სრულიად მიუღებელია.

გიგი უგულავა პოლიტიკოსი კი არა, არამედ 50 მილიონის გამფლანგველი და მსჯავრდებულია. ამ ადამიანსაც პრეტენზია აქვს. მე ის მიკვირს, რომ ამ ადამიანის გვერდით დგას ხალხი, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ უგულავამ 50 მილიონი მოპარა სახელმწიფო ბიუჯეტს. ამ ადამიანებს არა თუ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ. ჩვენ ხალხს აღარ სურს 50 მილიონი ლარის მომპარავების ყოფნა ხელისუფლებაში, აღარ სურს იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა, რომლებიც სულის ამოხდით ემუქრებოდნენ საზოგადოებას. ხალხს სურს ისეთი მმართველობა, რომელიც კანონს დაიცავს. ჩვენი საზოგადოების მიერ უგულავებს და თარგამაძეებს ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები აქვთ დაწესებული და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
არქივი