ნიკა მელია დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 23 თებერვალი 2021, 08:49
სამართალდამცველები ოთახში, სადაც ნიკა მელია იყო გამაგრებული შევიდნენ და "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე დააკავეს. 

მანამდე კი, აღნიშნულ ოთახში, ისე, როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მანამდე, შსს-მ გააფრთხილა ოფისში მყოფები, რომ ხელი არ შეეშალათ მელიას დაკავებისთვის. მოგვიანებით,  სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაც დააყენა. დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ კი 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
ძალადობა არის ძალიან ცუდი, განხორციელდება ის მოქალაქეებზე, პოლიციელებზე თუ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი
ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს: ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება- თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები- ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ხალხს ატერორებდით, ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს
არქივი