ნიკა მელია - დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან აუცილებლად მოვლენ მონები, გთხოვთ, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 23 თებერვალი 2021, 00:35
დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან აუცილებლად მოვლენ მონები. გთხოვთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.

„ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, რომელიც ძალმომრეობაზე დგას. დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან აუცილებლად მოვლენ მონები, მოვა მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი, ნიღბებით, ალბათ, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა ოვაცია და ასე, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი, მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. შე მართლა მონა ღარიბაშვილო, სერგეი გავროლოვის წარმომადგენელო!“ -განაცხადა ნიკა მელიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი