31
17 იანვარი 2021, 12:44

Facebook-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება.
აკრძალვა, რამდენიმე დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის.
„ჩვენ უკვე ვკრძალავთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და იარაღის ისეთი დამხმარე საშუალებების რეკლამირება, როგორიცაა მაყუჩები. ახლა ჩვენ ავკრძალავთ აქსესუარების რეკლამირებასაც“, - აღნიშნულია Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |