თამარ გაბუნია - საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და იქნება უსაფრთხო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 17 იანვარი 2021, 11:28

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის და მისი დანერგვის გზები.

„დღეს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმასთან დაკავშირებით. გეგმა დასრულდა, განხილულ იქნა საკოორდინაციო საბჭოზე, ვაქცინაციის კომიტეტზე პარასკევს. დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები, იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება სამიზნე ჯგუფები და ასევე, ყველა ის ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში. ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება და იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, გეგმა მოიცავს იმას, თუ  როგორ და რანაირად უნდა მოხდეს ვაქცინის განთავსება ქვეყანაში.

„რა თქმა უნდა, ეს გათვლები არის იმის მიხედვით, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. აქ არის 80-გრადუსიანი ვაქცინაც გათვალისწინებული, 20-გრადუსიანი ვაქცინა, ჩვეულებრივი ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა. გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოში ლიეტუვის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გაიმართება ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთა
ნორვეგიული და იტალიური კომპანიების საიტებზე განხორციელებული კიბერშეტევისთვის საქართველოს სამი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ისრაელის საელჩი - ელჩის რან გიდორის მიერ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის
ტელეწამყვან ვახო სანაიას განხორციელებულ ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს
არქივი