შსს-მ რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 17 იანვარი 2021, 11:21

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 113 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 698 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორები გვესაუბრებიან დღეს ძალის გადამეტებაზე
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას- თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
როინ შავაძის მკვლელობასა და უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
არქივი