პოლიციამ ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 17 იანვარი 2021, 11:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული რ.პ.  

 შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი - ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და ვანო მაჭავარიანი დანიშნა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში
კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურდა თბილისში - 165, არც ერთი არ გამოვლენილა მცხეთა-მთიანეთში
არქივი