კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 17 იანვარი 2021, 11:10

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, იმერეთში 100, სამეგრელო-ზემო სვანეთში 73, შიდა ქართლში 72, კახეთში 58, აჭარაში 51, ქვემო ქართლში 46, მცხეთა-მთიანეთში 17,   გურიაში 14, სამცხე-ჯავახეთში 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ხუთი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 1 758, აჭარაში 309, იმერეთში 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში 368, აჭარაში 62, იმერეთში 189.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში 159, აჭარაში 7, იმერეთში 27.

649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 თბილისში, 303 აჭარაში, 37 იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში 219, აჭარაში 106, ხოლო იმერეთში შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან  საკარანტინე   სივრცეებში გადაყვანილია 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში 13 918 პირი, აჭარაში 1 942, იმერეთში 2 799.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
ოლაფ შოლცი - მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
არქივი