დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 17 იანვარი 2021, 11:08
17-20 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის შერჩევა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა, მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება.

ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონსალეს ლაიასთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან და მიგრაციის მინისტრთან, ხოსე ლუის ესკრივასთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი