ამ ეტაპზე, 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 808, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 14 იანვარი 2021, 11:03

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 228 359-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა - 112, იმერეთი - 196, ქვემო ქართლი - 69, შიდა ქართლი - 111, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 756, აჭარაში - 337, იმერეთში - 746. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში - 369, აჭარაში - 62, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 8, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 - თბილისში, 325 - აჭარაში, 28 - იმერეთში. 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 196, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 673 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 256 პირი, აჭარაში - 2 272, იმერეთში - 2 549“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი