დონალდ ტრამპი უპირობოდ გმობს ძალადობას, რომელის ადგილის აშშ-ში არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 14 იანვარი 2021, 10:02
წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის თემას შეეხო. ტრამპის თქმით, უპირობოდ გმობს ძალადობას, რომელის ადგილის აშშ-ში არ არის. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავარი მიზნების შესრულება კანონის უზენაესობის დაცვის გარეშე შეუძლებელია.

„ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერის არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან აშშ-ის დროშას. არც ერთი ჩემი მხარდამჭერი არასდროს დაემუქრებოდა და შეავიწროებდა თანამოქალაქეებს. თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი არ ხართ. პირიქით, თქვენ თავს ესხმით ამ მოძრაობას და ქვეყანას. ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა

მისივე თქმით, ყველა, ვინც მონაწილეობდა 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში, პასუხს აგებს. ტრამპმა მოუწოდა მხარდამჭერებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაძაბულობა განიმუხტოს.

მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს დაავალა, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენონ.

„ყველამ უნდა მისდიოს კანონს და დაემორჩილოს სამართალდამცავების ინსტრუქციებს. მე ფედერალურ სააგენტოებს დავავალე, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ვაშინგტონში წესრიგი დაცული იყოს. ჩვენ მოვახდინეთ ათასობით გვარდიელის მობილიზაცია, რათა დავიცვათ ქალაქი, რომ ძალაუფლების გადაცემამ უსაფრთხოდ და ინციდენტების გარეშე ჩაიაროს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ კაპიტოლუმში მომხდარი კატასტროფის გამო“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, თავის მიმართვაში ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში სიტყვის თავისუფლება დღეს უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.

„ეს რთული და დაძაბული დროა. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენზურის, შავ სიაში შეყვანისა და გაუქმებისკენ, არასწორი და სახიფათოა. ის, რაც დღეს გვჭირდება, ერთმანეთის მოსმენაა და არა ერთმანეთის ხმის დახშობა“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 13 იანვარს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გიორგი ძიძარის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
არქივი