შსს-მ ძებნილი დააკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 14 იანვარი 2021, 09:46

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი