აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 14 იანვარი 2021, 09:40

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში" ედება.

მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის მინიმუმ ცხრა "რესპუბლიკელია".

ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ.

 ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი