მიტროპოლიტი გერასიმე მიტროპოლიტ ილარიონს და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს წერილით მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 13 იანვარი 2021, 22:33

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს წერილით მიმართავს.

წერილი შობის დღესასწაულზე ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურის მიერ წირვის ჩატარებას უკავშირდება.

როგორც წერილშია აღნიშნული, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო: ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა (https://sputnik-ossetia.ru.2021.01.07). როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. 

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

 ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეს (შარაშენიძე) წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
არქივი