დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს აკრძალული აქვს ქადაგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 13 იანვარი 2021, 21:54

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს აკრძალული აქვს ქადაგება.

როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, უახლოეს დღეებში მას დაიბარებენ და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.

„არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკრძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.

ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ახლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!“ ,- წერს ჯაღმაიძე და შესაბამის ბმულს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე განცხადებას აკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
ოლაფ შოლცი - მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
არქივი