გია ვოლსკი - ოპოზიციაში რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა მათთვის კვლავ აქტუალური რჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 13 იანვარი 2021, 13:00

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში კვლავ მიხეილ სააკაშვილის თემაა აქტუალური და როვოლუციური სცენარით მოქმედება მიმდინარეობს.

როგორც ვოლსკიმ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას უნდა დათანხმდეს.

„თუ ოპოზიციურ პარტიებს თანხმობა, ან რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზება არ ექნებათ, ეს არის ლუსტრაცია. ეს არის იმის მანიშნებელი მთელი საზოგადოებისთვის, მათ შორის მათი მხარდამჭერებისთვის, რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად, ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, რევოლუციური სცენარი მოქმედებს და სააკაშვილის თემა კვლავ რჩება აქტუალური მათთვის. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მხარეა მართალი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი