თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 12 იანვარი 2021, 15:39

დღეს ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს.

„ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში. „კოვაქსი“ ამ შესაძლებლობას გვთავაზობს და „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს ის პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას მოყვება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ანუ ეს ორი არის ყველაზე ახლოს რიგში, რომელიც შესაძლებელია, მივიღოთ „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. ორივეს აქვს შესაფერისი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება. სხვა დანარჩენი ვაქცინები, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მიიღონ მსგავსი მარეგულირებლების ავტორიზაცია და ჩვენც ამათაც განვიხილავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი