ზაალ უდუმაშვილი - ნინო ანანიაშვილის ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 08 იანვარი 2021, 23:57

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიუღებელია, რომ პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. როგორც უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, როდესაც საუბარი ოკუპანტ ქვეყანაზეა, ყველაფერი - კულტურაცა და სპორტიც, პოლიტიკაა.

„ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე. ნამდვილად ვერაფრით გავამართლებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვიცნობ ნინო ანანიაშვილს და ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინაა. ეს ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება პოლიტიკისა და კულტურის არევა, როდესაც საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და განაგრძობს ოკუპაციას, აქ პოლიტიკაც, კულტურაც და სპორტიც - ყველაფერი პოლიტიკაა“, -  განაცხადა უდუმაშვილმა.

ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი