ნენსი პელოსი - ამ აწყვეტილი პრეზიდენტის მდგომარეობა საშიშია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამერიკელი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დემოკრატია მისი გაუწონასწორებელი თავდასხმისგან დავიცვათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 08 იანვარი 2021, 21:34

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის პრეზიდენტ ტრამპსა და ბირთვულ კოდებზე ესაუბრა.

„გენერალ მარკ მილის ვესაუბრე. შესაძლო ზომები განვიხილეთ, რათა არასტაბილურ პრეზიდენტს საბრძოლო მოქმედებების დაწყების ან ბირთვული დარტყმის განხორციელების საშუალება არ მივცეთ. ამ აწყვეტილი პრეზიდენტის მდგომარეობა საშიშია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამერიკელი ხალხი ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს დემოკრატიაზე მისი გაუწონასწორებელი თავდასხმისგან დავიცვათ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

7 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებამოითხოვა.

6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
არქივი