გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 08 იანვარი 2021, 00:25

გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.

ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ფართობზეა ცეცხლი. გავრცელებული.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლება უკვე მეორე დღეა სთავაზობს დახმარებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი