რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენებას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 07 იანვარი 2021, 22:16
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან  გადაყენებას ითხოვს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ადამ   კინზინგერი კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობს. აღნიშნული მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვიცე-პრეიდენტისთვის გადაბარებას ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, გუშინ აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ უარი თქვა თავისი ხალხისა და სახალხო სახლის დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, არამედ მან აღძრა და გააღვივა ვნება, რომელმაც მხოლოდ გაამწვავა აჯანყება, რომელიც ვიხილეთ”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

მისი თქმით, ყველაფერი მიუთითებს, რომ პრეზიდენტი დაშორდა არა მხოლოდ თავის ვალდებულებასა და ფიცს, არამედ რეალობასაც.

მან მოუწოდა ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის წევრებს, აამოქმედონ 25-ე შესწორება, რათა „მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს უსაფრთხო ამერიკელი ხალხისთვის“ და ქვეყანას ჰყავდეს „საღად მოაზროვნე კაპიტანი“.

„დროა, ავამოქმედოთ 25-ე შესწორება და დავასრულოთ ეს კოშმარი”, – აცხადებს ადამ კინზინგერი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი