"ავერსის" აფთიაქში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 29 ნოემბერი 2020, 20:58

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ წითლაურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადა, ერთი პირი დაკავებულია ბრალდებულის სახით, ხოლო მეორე პირი არასრულწლოვანია.

“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული. ერთია არასრულწლოვანი”, - განაცხადა ვლადიმერ წითლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათგან ამოღებულ სავარაუდოდ, იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა.

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალში ინციდენტი მოხდა. აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "პისტოლეტით" დაემუქრნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი