აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 29 ნოემბერი 2020, 18:25

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსების და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

"აქ ყველაზე მებრძოლი და პატრიოტი ადამიანები იმყოფებიან. ჩვენ არჩევნები, სახელმწიფო წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა. ერთადერთი გზა გვაქვს ვიბრძოლოთ და ხელისუფლება გავუშვათ სახლში. დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები წაგვართვა და ამიტომ, ქუჩაში ვართ და ვიბრძვით",- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი