კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 29 ნოემბერი 2020, 14:31

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება და კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ლევან რატიანმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც
ნიუ-იორკის სასამართლოს შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის საქმის განხილვა მიმდინარეობს, 37 წლის მამაკაცმა თავი დაიწვა
გურამ მაჭარაშვილი: კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები
სალომე სამადაშვილი: ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ უნდა გაჩერდეს - მაუზერი არ გვჭირდება იმიტომ, რომ ისედაც ეშინია პაპუაშვილს ჩვენი
გურამ მაჭარაშვილი: ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ 1 წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული
არქივი