"საქართველოს სჭირდება, როგორც მოქმედი პარლამენტი, ისე მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია," – ეუთო-ში ნორვეგიის ელჩი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 29 ნოემბერი 2020, 13:37

საქართველოს სჭირდება როგორც მოქმედი პარლამენტი, ისე მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია, – ამის შესახებ ეუთო-ში ნორვეგიის ელჩმა ანე-კირსტი კარლესონმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნორვეგია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას პანდემიით გამოწვეულ რთულ სიტუაციაში გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირისა და ეუთო-ს, ევროსაბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეების წინასწარ ერთობლივ დასკვნებს 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს.

ვწუხვართ არჩევნების მეორე ტურისა და პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების გამო. საქართველოს სჭირდება როგორც მოქმედი პარლამენტი, ისე მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა პანდემიით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოძებნონ საერთო საფუძველი და მისცენ საშუალება ახალ და უფრო მრავალფეროვან პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულფასოვანი როლი საქართველოს დემოკრატიაში.

საარჩევნო პროცესის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი და პასუხისმგებელმა ორგანოებმა სწრაფად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ ყველა ბრალდება და დროულად გადაჭრან ისინი კანონის შესაბამისად. გამოვლენილი ხარვეზები აჩვენებს, რომ საჭიროა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდირებისთვის ძალისხმევის გაგრძელება“, – ნათქვამია ეუთო-ში ნორვეგიის ელჩის განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ში ნორვეგიის დელეგაცია ავრცელებს.

კარლსენმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლებისა და ოდირის ძალისხმევა პანდემიის ფონზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განხორციელებასთან დაკავშირებით.

„ნორვეგია დარჩება აქტიურად ჩართული და ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ გზას“, – განაცხადა ნორვეგიის ელჩმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დვანთნ, ორი ახალი უკანონო ინსტალაცია განათავსეს
არქივი