ბოლო 24 საათში, თბილისში დადასტურდა 1 802 შემთხვევა, აჭარაში - 554, იმერეთში - 637
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 29 ნოემბერი 2020, 11:18

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს.

უწყებათაშო რის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-110 049-მდე.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11",- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობა ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 741, აჭარაში-1 019, იმერეთში-1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 033 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-391, აჭარაში-1 055, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან-28 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18 882 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 464 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 845 პირი, აჭარაში-13 353, იმერეთში-4 578.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი