იმერეთის გუბერნატორი კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 28 ნოემბერი 2020, 23:14

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე  კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე კორონავირუსით  ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.​ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის   შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა.

შეხვედრაზე იმ მედპერსონალის ტრანსპორტირების საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. გადაწყდა, რომ სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მოხდება მათი გადაადგილება, კლინიკებს არ ექნებათ თანამშრომელთა რესურსის ნაკლებობა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების ორთვიანი გეგმა ორი დღის წინ წარადგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი