პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 28 ნოემბერი 2020, 20:59

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც დავით გუმბერიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების საპასუხოდ, მათთვის დამატებითი მასალების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, ადვოკატების განცხადება, თითქოს მათ გრიფით საიდუმლო მასალები გააცნეს, რომელსაც გრიფი მოეხსნა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მასალებს, რომლებიც დღეს ადვოკატებს გააცნეს, გრიფი საიდუმლო არ ედო და ისინი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის მოპოვებული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ადვოკატები მეტად კვალიფიციურად გაეცნონ საქმის მასალებს, მის შინაარსს და ზედაპირული განცხადებებით ნუ გამოირჩევიან“, – განაცხადა გუმბერიძემ.

ამასთან, პროკურორის თქმით, რაც შეეხება საგამოძიებო მუხლის გადაკვალიფიცირებას, კვალიფიკაციის შეცვლას სჭირდება კონკრეტული საფუძველი და კონკრეტული მტკიცებულებები, რაც შესაძლოა, ადასტურებდეს სხვა დანაშაულის შესაძლებლობას.

„ამ მოცემულობით, საქმეზე არ არსებობს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი“, – განაცხადა გუმბერიძემ.

რაც შეეხება ადვოკატების კიდევ ერთ განცხადებას, რომ თამარ   ბაჩალიაშვილის  გარდაცვალების მიზეზად დასახელებული მედიკამენტების შეძენა რეცეპტის გარეშე შეუძლებელი იყო, ხოლო საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომ ის მედიკამენტი   ბაჩალიაშვილმა შეიძინა, დავით გუმბერიძე ადვოკატებს აქაც ურჩევს, რომ საქმის მასალებს დეტალურად გაეცნონ და შემდგომ გააკეთონ განცხადებები ამ ნაწილშიც.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს დღეს გაეცნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი