ამირან გამყრელიძე - სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი, ჩემი გათვლებით, 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
248 26 ნოემბერი 2020, 22:44

რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი.

„დასამალი არაა, ჩვენ დღეს 3-4 ათასი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა რომ გვაქვს, სინამდვილეში შემთხვევათა რაოდენობა არის 3-ჯერ მეტი. რეალურად, ჩემი გათვლებით, ჩვენ გვაქვს 8-დან 10 ათასამდე ახალი შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა არის ასიპტომური, ან მსუბუქი. ეს ყოველთვის ასეა ყველა დაავადებასთან მიმართებაში. ერთია რასაც სისტემა იჭერს და არეგისტრირებს. მაგალითად, ინფექციებს რომ თავი დავანებოთ, დიაბეტით ჩვენთან რეგისტრირებულია 110 000 ადამიანი, მაგრამ საერთაშორისო ე.წ. შეფასებითი მაჩვენებლით, ჩვენთან არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დიაბეტით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს პროექტს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ
არქივი