ევროპარლამენტარი - ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია - ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 26 ნოემბერი 2020, 22:26

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია - ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ, შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

„თქვენ გექნებათ მხარდაჭერა ევროპარლამენტიდან, როგორც ეს ადრე განვაცხადეთ. მე მაქვს იმედი, რომ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, წარმატებით ვითანამშრომლებთ პარლამენტის ახალ შემადგენლობასთან. მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ მათ ევროპარლამენტში ჰყავთ მეგობრები და მხარდამჭერები. ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, ვაღიარებთ, პატივს ვცემთ და ვზრუნავთ თქვენს ევროპულ მისწრაფებაზე. გეხმარებით და მომავალში დაგეხმარებით, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაა“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

18 ნოემბერს მარინა კალიურანდმა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარს აცხადებენ და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი