ბექა ლილუაშვილი - „ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა პანდემიის პირველი დღიდან იყო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 26 ნოემბერი 2020, 19:07
 „ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა პანდემიის პირველი დღიდან იყო ორი პირველი - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მეორე - საქართველოს ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება“ - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.  

მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკეტების მიმართულებით ეფუძნებოდა გამოწვევების სიმძაფრეს. 

„დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე, თუმცა მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება რვა დიდ ქალაქში და წარმოადგინა დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ჩვენი მოქალაქეების და მათი სოციალური მდგომარეობის, ისე ბიზნესის მხარდაჭერას. მთავარი მიზანია, შევუმსუბუქოთ ბიზნესს ის ეკონომიკური წნეხი, რაც ამ შეზღუდვების შედეგად მიადგებათ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.  

რაც შეეხება ეკონომიკაზე გავლენას, ლილუაშვილის თქმით, შეზღუდვებს, ისევე, როგორც გლობალურ პანდემიას, ექნება გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე თუმცა, სადღესასწაულო დღეებში შეზღუდვები მაქსიმალურად შემსუბუქდება.  

„სტრუქტურირებული შეზღუდვები იმდაგვარად არის, რომ ძირითადი დროის მონაკვეთი, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც არის სადღესასწაულო დღეები, შეზღუდვები მაქსიმალურად არის შემსუბუქებული, ფაქტობრივად მოხსნილი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება შეზღუდვების ორდღიან მექანიზმზე გადასვლა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
„მამარდაშვილი ეროვნული გმირი“ - საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს
საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
გივი მიქანაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს
არქივი