როდის აღარ არის გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 26 ნოემბერი 2020, 11:33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე განმარტავს, როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო, მსუბუქი, თუ საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტები.

მარინა ენდელაძის თქმით, უსიმპტომო პაციენტის შემთხვევაში, ის 10 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის და განმეორებით კვლევას არ საჭიროებს. რაც შეეხება საშუალო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, მარინა ენდელაძის თქმით, 13 დღის შემდეგ ინფექციის გავრცელების კუთხით ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

„თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, სიფრთხილის გამო, პაციენტი პირველი სიმპტომის გამოვლენიდან 13 დღის შემდეგ აღარ ითვლება გადამდებად, თუმცა ინფექციის გადადების რისკი მეექვსე, მეშვიდე დღიდან მცირდება.

„ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, „პისიარ“ ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე  5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს „პისიარი“ არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გიორგი ძიძარის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ევროპის და თავისუფლების სახელით მსჯელობას კრძალავენ - ორუელისეული მიდგომების პირდაპირი რეალიზაციაა ჩვენს თანამედროვეობაში, როდესაც არცოდნა არის ძალა და როდესაც მორჩილება ითვლება თავისუფლებად
კახა კალაძე - მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს
არქივი