დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1715 24 ნოემბერი 2020, 16:39

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 212 სახლი აშენდება.

“პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 24 ნოემბრიდან დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეძლებენ: ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27; გორი - სამების ქ.N1; რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი