ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
249 23 ნოემბერი 2020, 15:26

ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა.

„13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.

გამორჩეული მადლობა გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან
გურამ მაჭარაშვილი - მელია სააკაშვილთან განქორწინდა და გვარამიასთან დაქორწინდა, მაგრამ ქორწინების მეორე დღესვე გვარამიამ ჩააჩოჩა
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
ირაკლი ზარქუა - გუშინ ვნახეთ, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული პარლამენტი - გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ცდილობენ ევროკავშირს ღირებულებები დაუკარგონ
„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ ევროპარლამენტში გამართული დებატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამდე დავიდა
არქივი