წერეთლის გამზირზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 22 ნოემბერი 2020, 17:26

თბილისის საქალაქო სასამართლო წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ლევან ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 23 ნოემბერს იმსჯელებს.

სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს",- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში დასახელდა
რატი იონათამიშვილი - ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი
სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
არქივი