გია ვოსლკი - არჩევნები, ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 22 ნოემბერი 2020, 13:58

ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა არჩევნები სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია, დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი „ფეისბუქზე“ წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, არჩევნებში ჩვენი ერთობლივი გამარჯვება არაერთი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება, სოციალური პაკეტის გაზრდა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა, მრავალი საშინაო და საგარეო საფრთხეების მიუხედავად სტაბილურობის შენარჩუნება და მყარი პოზიციების დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წარმოებების და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება.

შეუქცევადია განათლების სისტემის განვითარების პროცესი, რაც ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფის მყარ საფუძველს ქმნის. ახალმა კანონმდებლობამ უზრუნველყო საქართველოს მიწებისა და ტყეების დაცვა, მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების რეგისტრაციის უპრეცედენტო მასშტაბი. დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა.

ჩვენი სამომავლო პროგრამა ყველა ამ მიმართულების ახალი ძალით განვითარებას გულისხმობს! შემცირების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული სოციალური პრობლემები კვლავ მძიმე ტვირთად გვაწევს! ამასთანავე არათუ ჩვენი სამშობლო, არამედ მსოფლიო დგას არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე. ვითარებას უკიდურესად ართულებს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ზარალი. 

ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია. დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა. ჩვენი საერთო ამოცანა ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანაში მდგომარეობს! დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაუღალავად იშრომა. ყველას ვუდასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს!“- წერს გია ვოლსკი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
ოლაფ შოლცი - მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
არქივი