ჯანმო - თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, მესამე ტალღაც გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 22 ნოემბერი 2020, 13:52
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც იქნება.

„ზაფხულის თვეებში, როდესაც პირველი ტალღა კონტროლის ქვეშ მოაქციეს, აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ახლა ჩვენ მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე. თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, მესამე ტალღაც გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელბა დევიდ ნაბარომ.

ნაბარომ რეკომენდაციების დაცვის კუთხით მისაბაძ მაგალითად სამხრეთ კორეა მოიყვანა.

„ხალხი მთლიანად ჩართულია, ისინი ისე იქცევიან, რომ ვირუსისთვის საქმე გაართულონ, ისინი იცავენ დისტანციას, ატარებენ პირბადეებს, გადადიან იზოლაციაში, როდესაც ავად ხდებიან, იბანენ ხელებს და ასუფთავებენ ზედაპირებს. ისინი იცავენ მაღალი რისკის ჯგუფებს“, – განაცხადა ნაბარომ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ყველა ხედავს და ყველა კარგად გრძნობს, რომ ეს არის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის, რომ დავიცვათ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც ჩვენი რელიგიიდან, ჩვენი სარწმუნოებიდან, ჩვენი წინაპრებიდან მოგვდევს
"საზოგადოება ქართული" - ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი იდენტობის, ქრისტიანული ტრადიციების, ისტორიის, ღირსებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს
როგორი ხელისუფლება სჭირდება უცხო ძალას საქართველოში
„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ
არქივი