ცესკო-ს პრესსპიკერი ავლევში მომხდარ ფაქტზე - ბიულეტენის უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 22 ნოემბერი 2020, 13:30

ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი განმარტავს სავარაუდო მიზეზს, თუ როგორ მოხვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები.

მისი თქმით, საპრეზიდენტო ბიულეტენები სავარაუდოდ, გამოიყენა ამომრჩეველმა, რომელსაც შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ბიულეტენები საპრეზიდენტო არჩევნებზე უბნიდან „ძალიან მოხერხებულმა ამომრჩეველმა“ გაიტანა და ახლა ისინი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის იქნა გამოყენებული.

„ფაქტი არის ერთი, რომ მსგავსი ტიპის ბულეტენები დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებია, ისინი სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, შენახული ჰქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები და სწორედ იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოეხდინა, გამოიყენა ეს ბიულეტენები. ეს პროცესზე ვერ მოახდენდა ვერანაირ გავლენას, რადგან საუბნო საარჩევნო კომისია მას ჩათვლიდა დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებში, ის თვლაში არ იღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, დისბალანსს ვერ გამოიწვევდა.

ეს არის სავარაუდოდ, ამომრჩევლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი საქციელი. ეს არის კანონით დასჯადი ქმედება. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა და განზრახ დაზიანება არის სისხლისსამართლებრივი დანაშაული. თუმცა, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებული იყო ეს ამომრჩეველი და შეძლო გატანა“, - აღნიშნა მან.

ის ასევე გამოეხმაურა ცესკოს საიტზე გარკვეულ უბნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმათა 100%-ზე მეტი მაჩვენებელის დაფიქსირების შემთხვევას.

„იყო ტექნიკური შეფერხება, როცა დაიწყო შემაჯამებელი ოქმების შემოსვლა, სიღრმისეული მიზეზები დგინდება და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ინფორმაციას. მთავარი იყო ერთი, რომ პროგრამისტებმა შეძლეს და ალტერნატიული სახით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს კენჭისყრის წინასწარი შედეგები და ის იყო გასაჯაროებული და ხელმისაწვდომი ყველა მხარისთვის, თავად პროგრამა კი გამოსწორდა და ახლა ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიძიებთ ამას და სიღრმისეული მიზეზების დადგენა ხდება. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
არქივი