ცესკო - დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, თუმცა, უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4 22 ნოემბერი 2020, 12:33

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებისას დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და შედეგები უმოკლეს ვადებში იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, ცესკო-ში აცხადებენ, რომ მიზეზები დგინდება.

„21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მოგეხსენებათ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკო-ს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი