შალვა ნათელაშვილი - მეორე ტურზე მისვლა იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა, ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის, შადიმანის გზას, გაჩერდით, დაოკდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 17 ნოემბერი 2020, 15:07

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, შალვა ნათელაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის დღეს სახლში დარჩნენ და არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ.

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ე.წ. მეორე ტურიდან, რომელიც კვირას უნდა ჩატარდეს ნაძალადევის რაიონში. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადეველებს ასეთი აქტიური, მასობრივი მხარდაჭერისთვის და განვუცხადო, რომ, როგორც დავპირდი, მე კვლავ ვიქნები მათი ოჯახის წევრი, დავრჩები ასეთად, მათი დეპუტატი ვიქნები, მათ გვერდით ვიქნები და ჩვენ ერთად მივაღწევთ სამართლიან, დემოკრატიულ, ადამიანურ არჩევნებს, სადაც ივანიშვილისნაირი აგენტები ვეღარ გაბედავენ გაყალბებას, ძალადობას, კრიმინალების, ნარკომანების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რითაც ეს არსება ცდილობს, კვლავ მიითვისოს სახელმწიფო ძალაუფლება, რაც არ უნდა დავუშვათ.

მინდა, მოვუწოდო მთელ საქართველოს, კვირას როდესაც ე.წ. მეორე ტური უნდა ჩატარდეს, სადაც ოპოზიცია არ იღებს მომაწილეობას და რჩებიან მარტო ქოცხროვის კანდიდატები, არავინ გადგათ სახლიდან ფეხი. მათ შორის „ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდებ, მეგობრებო, დარჩით სახლში კვირას, ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის გზას, ნუ გაივლით შადიმანის გზას, ნუ გაივლით წიწამურის გზას, თქვენი მისვლა იმ უბანზე იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა.

არ დაიღალეთ? არ გეყოთ? დაოკდით, გაჩერდით, დაივიწყეთ ერთი წამი თანამდებობა, ხელფასი, პრემია, გრანტი, ტენდერი, მილიონები, ხახვი, კარტოფილი, ნიორი, იფიქრეთ, ხვალ თქვენი შვილები, შვილიშვილებო რა ქვეყანაში იცხოვრებენ, სად ექნებათ მომავალი, სად აიღებენ ღირსეულ ხელფასს, პენსიას, სად მიიღებენ განათლებას, სად იმკურნალებენ – ვერსად, თუ ეს ხელისუფლება დარჩა და თუ ეს ასე გაგრძელდა, ხოლო თქვენი შეჭმული ის კარტოფილი, ხახვი და ის ხელფასი შეურთდება კანალიზაციას და ისტორიას არაფერი არ დარჩება, დარჩით სახლში და დაოკდით.

აი, მე თქვენს თვალწინ ხელს ვაწერ განცხადებას ჩემი კანდიდატურის ბიულეტენიდან ამოღების შესახებ. აი, მთელი საქართველოს თვალწინ“, – განაცხადა ნათელაშვილმა. რაც შეეხება კითხვას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატის ამოღებას, თქვენ ისევ იქნებით ბიულეტენში, რა არის ამ განცხადების მიზანი, ნათელაშვილი პასუხობს, რომ უკანონო კანონმდებლობაა და ქვეყანაში დასამყარებელია სამართლიანობა, მათ შორის საარჩევნო საკითხებში.

„მაშინ გამოდის, რომ ეს არის უკანონო კანონმდებლობა და სწორედ ამიტომ ვედავებით ივანიშვილს, რომ მან უსამართლობა დაამყარა ქვეყანაში, რის გამოც ის უნდა გადაყვეს ამ პროცესებს და ჩვენ დავამყარებთ სამართლიანობას, მათ შორის საარჩევნო საკითხებში.

ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს გადარჩენისათვის, ეს თამაში არ არის. ვისაც ჰგონია, რომ თამაშია, გამოვიდეს ქუჩაში და დაგვიდგეს გვერდზე, ნახავს, როგორი თამაშია პლასმასის ტყვიები თვალში, როგორი თამაშია ზამთარში წყლის გადასხმა, გაზის აფეთქება, პატიმრობა, სასამართლო პროცესები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური შაბათს, 21 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირიდან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა დამიდასტურა, რომ სხვა ქვეყნებშიც არის წუხილი EED-თან დაკავშირებით, რომ ფარულად მოქმედებენ, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ითხოვს საზოგადოება, საზოგადოება ითხოვს მეტ ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
არქივი